თეგი: სანა მარინი

ფინეთის პრემიერ-მინისტრი: NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ გაზაფხულზე მივიღებთ

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შესახებ სწრაფად უნდა მივიღოთ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სანა მარინმა  ეს განაცხადება სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გააკეთა.  სანა მარინის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ აიძულა ჰელსინკი, გადაეხედა თავის უსაფრთხოების პოლიტიკისთვის და ეღიარებინა, რომ „რუსეთი არ არის ის მეზობელი, რომელიც ჩვენ გვეგონა“. „NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ საფუძვლიანად, მაგრამ სწრაფად, ფაქტობრივად, ამ გაზაფხულზე", - განაცხადა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უახლოეს კვირებში გაწევრიანების შესახებ დისკუსიებისას, გამოაცხადებს თავის პირად პოზიციას NATO-ს მიმართ. 2 აპრილს, ჰელსინკიში სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგატები შეიკრიბნენ, რათა ჩამოეყალიბებინათ პარტიის პოზიცია NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. უკრაინაში ომის ფონზე, ფინეთის მოსახლეობაში NATO-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა იზრდება. ცოტა ხნის წინ, ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას უსაფრთხოების სფეროში ორი ვარიანტი აქვს - გაწევრიანდეს NATO-ში, ან გააძლიეროს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა შვედეთსა და შეერთებულ შტატებთან. რუსეთი ემუქრება ფინეთს და შვედეთს, თუ სახელმწიფოები შეუერთდებიან ალიანსს. NATO ამბობს, რომ ალიანსის კარი ფინეთისთვის ღიაა. ასევე წაიკითხეთ  კვლევა: ფინეთის მოსახლეობის 61% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას იენს სტოლტენბერგი: თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ნარკოტესტი გაიკეთა

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან ნარკოტესტი გაიარა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიტიკური ლიდერი ფინელ პოპ-ვარსკვლავთან ცეკვავს. 36 წლის სანა მარინი გავრცელებული ვიდეოში ასახული კადრების გამო, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა.  პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრემიერმა თქვა, რომ ნარკოტესტი ჩააბარა და შედეგებს მომავალ კვირას ელის. „მე უკანონო არაფერი არ გამიკეთებია. თინეიჯერობის წლებშიც კი არ გამომიყენებია რამე სახის ნარკოტიკი ”, - განუცხადა სანა მარინმა ჟურნალისტებს ჰელსინკში.  

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: სანა მარინს ცეკვის მიზეზი აქვს, მისი ქვეყანა თითქმის NATO-შია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი, ფინელ კოლეგა სანა მარინს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრს ცეკვის მიზეი აქვს, რადგან მისი ქვეყანა თითქმის NATO-შია.   პოლონეთის ხელისუფლების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ნახა ვიდეოჩანაწერი და მიიჩნევს, რომ „პრემიერ-მინისტრს სიხარულის მიზეზი აქვს, რადგან ფინეთი პრაქტიკულად შეუერთდა NATO-ს“. „ასე რომ, თუ ამ შემთხვევაში, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ცოტა მეტი "ფინლანდია" (სასმელი) მიიღო და ცეკვა დაიწყო, აქ სანერვიულო არაფერია", - დასძინა მორავეცკიმ.  შეგახსენებთ, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს ნარკოტესტი ჩააბარა.  მანამდე გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიტიკური ლიდერი ფინელ პოპ-ვარსკვლავთან ცეკვავს.   

ფინეთის პრემიერ-მინისტრის ნარკოტესტის პასუხი ცნობილია

ფინეთის პრემიერ-მინისტრის ტესტი ნარკოტიკებზე უარყოფითია. ამის შესახენ ინფორმაცია ფინეთის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.  ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ნარკოტესტი გაიკეთა „ნარკოტესტმა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 2022 წლის 19 აგვისტოს ჩააბარა, ნარკოტიკის არსებობა რა დაადასტურა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: სანა მარინს ცეკვის მიზეზი აქვს, მისი ქვეყანა თითქმის NATO-შია ამასთან, ფინეთის პრემიერმა ტესტირების საფასური თავად გადაიხადა.  ფინეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან ნარკოტესტი გაიარა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიტიკური ლიდერი ფინელ პოპ-ვარსკვლავთან ცეკვავს. 36 წლის სანა მარინი გავრცელებული ვიდეოში ასახული კადრების გამო, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა.   

ვოლოდიმირ ზელენსკი სანა მარინთან შეხვედრაზე: დარწმუნებული ვარ, გავაძლიარებთ თანამშრომლობას უკრაინის, ფინეთისა და ჩვენი ევროპელი მეზობლების სუვერენიტეტისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან სანა მარინთან განიხილა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, უკრაინის აღდგენა, ასევე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები, რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მშვიდობის ფორმულისა საკითხები "ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკების მთავარი თემა იყო თავდაცვა და უსაფრთხოება. ეს არის პრიორიტეტი. მადლობელი ვარ ფინეთის მხარდაჭერისთვის უკრაინას, ჩვენს სატანკო კოალიციაში ეფექტიანი მონაწილეობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავაძლიარებთ თანამშრომლობას ამ მიმართულებით, ჩვენი ერების ინტერესების შესაბამისად, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, უკრაინის, ფინეთისა და ჩვენი ევროპელი მეზობლების სუვერენიტეტისთვის“, - აცხადებს ზელენსკი.  

ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ სანა მარინის პარტია დამარცხდა

ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. პრემიერ-მინისტრ სანა მარინის სოციალ-დემოკრატიული პარტია არჩევნებში დამარცხდა. პეტერი ორპოს მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ 20.8%-იანი მხარდაჭერა მიიღო. მეორე ადგილზეა ნაციონალისტური ევროსკეპტიკური პარტია „ნამდვილი ფინელები“ - 20,1%, სოციალ-დემოკრატებმა კი  - 19,9% მოიპოვეს. ხმების 97,7% დათვლილია. ფინეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება BBC წერს, რომ ეს სანა მარინისთვის მწარე მარცხია. მთავრობის ფორმირების პირველი შესაძლებლობა კონსერვატორებს ექნებათ. ფინეთის პროპორციული წარმომადგენლობის სისტემა მოითხოვს, რომ კოალიციამ ქვეყნის მართვისთვის 200-ადგილიან პარლამენტში 100-ზე მეტი ადგილი მოიპოვოს. სანა მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია. ის 34 წლის იყო, როდესაც ფინეთის პრემიერი გახდა. სანა მარინი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. მისი პრემიერობის დროს ქვეყანამ შვედეთთან ერთად უარი თქვა ნეიტრალიტეტზე იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ფინეთი ალიანსის წევრი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გახდება. მისი გაწევრიანება NATO-ს ყველა მოკავშირეს აქვს რატიფიცირებული. ფინეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა.  

ფინეთის მთავრობა გადადგა

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტს საული ნიინისტოს წარუდგინა. მინისტრთა კაბინეტი თავის მოვალეობებს ხელახლა ჩამოყალიბებამდე შეასრულებს.   მარინის მეთაურობით სოციალ-დემოკრატიული პარტია 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.